ეს საინტერესოა

пятница, 14 мая 2010 г.

1. პროექტის სახელი: ჯარიმის გადახდის წესები;
2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: ბავშვები ეცნობიან ჯარიმების, საურავის დარიცხვის შესაძლო ვარიანტებს;
3. პროექტის სრული აღწერა: კლასს ვყოფთ ოთხ ჯგუფად და ვავალებთ ჩაერთონ არსებული კანონმდებლობის დახვეწაში. მოიფიქრონ საკუთარი ვერსიები ჯარიმების და საურავების სრულყოფის მიზნით. მოსწავლეები გამოიკვლევენ ქვეყანაში არსებული ჯარიმის გადახდის წესებს, გადაუხდელობის შემთხვევაში როგორ იზრდება გადასახადი:მარტივი %–ით თუ რთული %–ით.შეისწავლიან რა საფუძველი აქვს დაწესებულ წესებს.შეხვდებიან ბანკის წარმომადგენლებს, საზოგადოების წევრებს, გაესაუბრებიან და გაიგებენ მათ მოსაზრებებს არსებული კანონმდებლობის შესახებ. გამოიკვლევენ რა ღონისძიებებს დასახავენ გადაუხდელობის შემთხვევაში. ერთმანეთის ნამუშევრების გაცნობის შემდეგ კლასს ვავალებთ გაარკვიოს ვის სასარგებლოდ (სახელმწიფოს, მოქალაქის, თუ საზოგადოების) ამოქმედდება მათ მიერ შეტანილი ცვლილებები. კამათის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ გროგორც სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესი, ასევე ცალკეული მოქალაქის;
4. მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი;
5. ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე;
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსია, კამათი;
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ გარკვეული წარმოდგენები საფინანსო და საგადასახადო საკითხებზე;
8. სამუშაო ენა: ქართული;
9.სხვა საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა.მოსწავლეები ისწავლიან საკუთარი და სხვისი აზრის დაფასებას, ერთმანეთის მოსმენას.